logo
ENG

23 აპრილი, 2024 | 21:09
გაფრთხილება ვაშინგტონიდან - სახდეპის კრიტიკული ანგარიში

არ წყდება გაფრთხილების სიგნალი ვაშინგტონიდან - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული კანონით ღრმად არის შეშფოთებული და აღნიშნავს, რომ კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. ამ ფონზე, გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა წლიური ანგარიში. სახელმწიფო დეპარტამენტი მწვავე და კრიტიკულია და პირველივე თავი, სწორედ რუსული კანონით გამოწვეულ პროტესტს ეთმობა.

წამება და სისასტიკე, თვითნებური დაკავებები, სერიოზული კორუფცია ხელისუფლებაში და მთავრობა, რომელიც არ სცემს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას. კორუფციის პრობლემა ამ მასშტაბით დოკუმენტში პირველად შევიდა. ანგარიშში მოხვდა სააკაშვილისა და გვარამიას პატიმრობა, პოლიტიკურად აღქმული საქმეები და მედიის დევნა. ამ კონტექსტში, ფორმულა, მისი დამფუძნებელი და ჟურნალისტები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 3 საქმით შევიდნენ.

 

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა