logo
ENG

08 დეკემბერი, 2023 | 20:04
გიორგი გახარიას აქცენტები - ინტერვიუ ექს-პრემიერთან

გიორგი გახარია, რომელიც რამდენიმე თვეა, სატელევიზიო მედიას თავს არიდებს, პერსონალურ იუთუბ-არხზე გამოჩნდა. ინტერვიუს ფორმატში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს. გახარიამ დაადასტურა, რომ ოლიგარქს რეალურად პოლიტიკა არასდროს დაუტოვებია, არც თავად გახარიას პრემიერობის დროს.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი კიდევ ერთხელ შეეხო 20 ივნისის თემას. გახარიას მიაჩნია, რომ არ არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც წლებია, უსვამენ - ვინ გასცა დარბევის ბრძანება, თუმცა იქვე დასძინა, რომ მომხდარზე თავადაა პასუხისმგებელი. ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი ახლა ერთდროულად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას აპირებს.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა