ქართული ოცნების კონფერენცია ბათუმში ხმაურის ფონზე ჩატარდა. მმართველი პარტიის შეკრების პარალელურად გარეთ აქცია მიმდინარეობდა, რასაც დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ბათუმში გამართული კონფერენცია ნაწილია იმ კამპანიისა, რაც ხელისუფლებამ რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ დაგეგმა. მმართველი პარტია კონფერენციების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს. განსაზღვრულია 73 კონფერენცია მუნიციპალიტეტების მიხედვით. ამ გზით ქართული ოცნება სტრუქტურების შენარჩუნებისა და აქტივის მოტივირებისთვის ზრუნავს - მარტის დასაწყისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო.