logo
ENG

02 აპრილი, 2024 | 20:06
დევნა განსხვავებული აზრის გამო?

დევნის ტალღა განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების ოჯახებს მისწვდა. გირგვლიანის საქმის ერთი მოსამართლე კლანის წევრია, მეორე კი სამსახურის გარეშე დარჩა. კეთილსინდისიერების შემოწმების მომხრე მოსამართლის მადონა მაისურაძის ქმარს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დატოვება მოუხდა. თავად მაისურაძე ამას ე.წ. ვეტინგის მხარდაჭერასა და მის საჯარო პოზიციას უკავშირებს. მოსთხოვეს თუ არა გიორგი ჩემიას განმარტება ცოლის შეხედულებების გამო. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი დევნას უარყოფს. ფაქტია, რომ ჩემია სისტემაში წლები მუშაობდა, იყო ყოფილი მოსამართლე, მათ შორის გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძემ მიიღო, რომელიც დღეს კლანის სისტემაში ერთ-ერთი ლიდერია.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა