უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან მასობრივად აძევებენ. მიზეზი პროევროპულ აქციებში მონაწილეობაა. რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა კი ასე მუშაობს - თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ადმინისტრაციული წესით აკავებენ, რის გამოც ქვეყნიდან უშვებენ. კანონით კი ადმინისტრაციული წესით დაპატიმრება არ შეიძლება გახდეს დეპორტაციის საფუძველი. საქართველოს იმ ადამიანებსაც ატოვებინებენ, ვისაც შემთხვევით, რუსთაველის გამზირზე აქციების დროს გაუვლია.