logo
ENG

14 იანვარი, 2025 | 21:42
ევროპის სახალხო პარტიის საგანგებო რეზოლუცია

სანქციები, ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქართული ოცნების არაღიარება, - ამის შესახებ არის მოწოდებები ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების - ევროპის სახალხო პარტიის საგანგებო რეზოლუციაში. "EPP მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს“- ნათქვამია მასში. დოკუმენტში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იქნეს აღიარებული საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა