logo
ENG

25 ოქტომბერი, 2020 | 14:30
ექიმი: ბათუმში თავდასხმის მსხვერპლს მოტეხილობები აქვს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ყაჩაღობის მსხვერპლის, 51 წლის კაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმის თქმით, მას ორივე თვალ-ბუდის არეში ესკორაციები და მოტეხილობები აღენიშნება. როგორც ექიმი ამბობს, დაზაარალებულს ამ ეტაპზე სიმპტომური მკურნალობა უტარდება.

კაცი მაშინ დაშავდა, როცა ბათუმში, მისი სახლის პირველი სართულის ფანჯრიდან უცნობი ადამიანი შეიპარა და სეიფის გატეხვა სცადა. 51 წლის კაცმა მძარცველისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სწორედ ამ დროს დაშავდა. 

ექიმის თქმით, პირველადი დათვალიერებით, კაცს ტრავმები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

"პაციენტს აღენიშნებოდა ორივე თვალ-ბუდის არეში ესკორიაციები, აქვს მოტეხილობა. საშუალო სიმძიმის არის პაციენტის მდგომარეობა. აქვს ცხვირის ძვლის ლატერალური კიდის მოტეხილობა, მცირედი შეცილებით. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, უტარდება სიმპტომური მკურნალობა", - ამბობს ექიმი.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა