logo
ENG

20 იანვარი, 2025 | 20:42
თავისუფლება მზია ამაღლობელს

რეჟიმის პატიმარი ციხეში შიმშილობს. მზია ამაღლობელი უკვე რამდენიმე დღეა, საკვებს არ იღებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან ჟურნალისტის წინააღმდეგ შეკერილი საქმე კრიტიკას ვერ უძლებს და აშკარაა, რომ მისი გასამართლება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების შურისძიებაა. ბათუმის პოლიციის უფროსის განმარტებაც კი იმას ნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უსაფუძვლოა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება სააპელაციო სასამართლოს სხდომა. დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამართა საპროტესტო აქცია.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა