თეთრიწყაროს სასამართლოს ეფექტი. ოცნება და კლანი მოსამართლეთა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შიშით გეგმებს ცვლიან. მოულოდნელად გადაიდო სააპელაციო დავები, რომელიც ძირითადად, ხმათა ფარულობის დარღვევას ეხებოდა. სიჩივრები გაერთიანდა და განხილვა თბილისში ხვალ 12 საათზე დაიწყება. განხილვის პარალელურად, ოპოზიცია სასამართლოსთან აქციას გამართავს.
სანქცირებული ჩინჩალაძის სასამართლო ხვალ ორ საქმედ გაერთიანებულ 5 საჩივარს განიხილავს. უცნობია, გაბედავს თუ არა ილონა თოდუას კოლეგია, გაიმეოროს თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ექსპერიმენტი. ხუჭუა ამ დრომდე ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ხმის ფარულობის უფლება და 30 უბნის შედეგებიც გააბათილა. რის გამოც ხუჭუა მომენტალურად იქცა ოცნებისა და პროპაგანდის სამიზნედ.