logo
ENG

03 ნოემბერი, 2024 | 20:09
იზოლაციის ეკონომიკური ეფექტი

პოლიტიკურ იზოლაციას, უნდა თუ არა ეს ვინმეს, ეკონომიკური იზოლაცია მოსდევს. ვისაც ახლა იმედი გაქვთ, რომ უცხოეთში მყოფი თქვენი ოჯახის წევრი გამოგიგზავნით ფულს და იმით გახვალთ ფონს ძალიან იმედიანადაც ნუ იქნებით - ან ჩამოვა ის ფული თქვენამდე დროულად, ანა არ..ა და განა რამდენი ჩამოვა რომ გაუფასურებული ლარის და გაზრდილი ფასების პირობებში კომუნალურიც გადაიხადოთ, ბაზარშიც წახვიდეთ პირველადი მოხმარების ნივთები იყიდოთ და ღმერთმა არ დაგაჭირვოთ აფთიაქშიც შეიაროთ წამლის საყიდლად. 

რუსეთის უკრაინაში ფართო მასშტაბიან შეჭრაზე პარაზიტირებული ეკონომიკის ეფექტი სრულდება - ივანიშვილის მიერ მიტაცებული ეროვნული ბანკის მმართველმა კომისარმა თურნავამ კი სავალუტო რეზერვები წინასაარჩევნოდ გაანიავა -  მხოლოდ იმიტომ რომ ტაბლოზე ლარის კურსის სტაბილურობას ვიზუალური ეფექტი ჰქონოდა. - რეზერვი კი ახლა მხოლოდ 4 მილიარდია, რომელიც არავინ იცის საიდან შეივსება, ან შეივსება თუ არა. რა შეავსებს ეკონომიკური იზოლაციის დროს რეზერვი ვერ და არ ივსება. პერსპექტივა კი არა რეალობა ის არის რომ სულ მალე ლარის ინფლაცია და კურსის ვარდნა სახეზე იქნება, ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის კლების გამო სოციალური სერვისები შემცირდება, საჯარო სექტორში ხელფასების დაგვიანებას შტატების შემცირება მოჰყვება, პენსიებიც დაიგვიანებს - მოკლედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ არჩევნების გაუქმების გამო ყველა ერთად ძალიან ძალიან დიდ ფასს გადავიხდით. ანი არველაძე - პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკური იზოლაციის მოსალოდნელ ეფექტზე.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა