2000-ზე მეტი დამწვარი სახლი და მასშტაბური ხანძარი, რომლის ლოკალიზებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. ლოს ანჯელესის რაიონში მეორე დღეა ათობით ჰექტარი იწვის. საშიში ზონებიდან ევაკუაციის ბრძანება 137 000 ადამიანმა მიიღო, მათ შორის ქართველებმაც, რომლებმაც უკვე დატოვეს საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, თუმცა რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.