რატომ ჩქარობენ ნიკოლოზ მარსაგიშვილის უვადო მოსამართლედ განწესებას უმაღლეს ინსტანციაში? - კლანის წევრად მიჩნეულ ფიგურას ადგილი ერთი წლით ადრე გაუნაღდეს უზენაეს სასამართლოში. ეს უპრეცედენტო მოვლენაა და მსგავსი მაგალითი ვერც თავად მარსაგიშვილმა გაიხსენა. პარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ივანიშვილის გუნდი, ოპონირების გარეშე, ერთპარტიულად მიიღებს.