დილის 4 საათიდან ლიბანის სამხრეთ რაიონებსა და ისრაელის ჩრდილოეთ დასახლებებში სიმშვიდეა. ჰეზბოლასა და ისრაელს შორის მიღწეული ზავი ამოქმედდა. შეერთებული შტატების და მისი პარტნიორების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 13-პუნქტიანია და მხარეებს ძალების გაყვანას ავალდებულებს. ისრაელის ჯარმა 60 დღეში ლიბანის სამხრეთი ტერიტორია, ჰეზბოლამ კი სასაზღვრო რაიონები უნდა დატოვონ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობების დაცვას ლიბანელი სამხედროები უზრუნველყოფენ.