logo
ENG

01 ივლისი, 2024 | 20:28
მილიონობით ლარი ოცნებასთან დაკავშირებულ კომპანიებს

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კორუფცისა და ნეპოტიზმზე შეკითხვები აქვთ სპეციალისტებს. საერთაშორისო გამჭვირვალობამ კონტრაქტები შეისწავლა და დათვალა, რომ 670 მილიონ ლარზე მეტი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში გზების დასაგებად. მათ შორისაა რუსული კანონის მხარდამჭერი ბაია კვიციანის ძმის კომპანიაც, რომელსაც 9 წელში 37 მილიონი ლარის დაკვეთა გაუფორმდა. დეპუტატმა დღეს ძმის კომპანიის შესახებ საერთოდ ვერ გაიხსენა.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა