პარტნიორებისთვის ტოტალურად გაყალბებული არჩევნების მტკიცებულებების წარდგენა, საერთაშორისო გამოძიება და ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგის არაღიარება ბრძოლის ერთი გზაა. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი - საზოგადოების ბრძოლაა, ქვეყნის შიგნით. ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება და ხალხს ორშაბათს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.