ქართული ოცნების რეჟიმის სადამსჯელო ბრიგადები, სახელმწიფოს სახელით მოქმედი დანაშაულებრივი რაზმები უმოწყალოდ გაუსწორდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს. ეს პირდაპირ ქუჩაში, კამერების წინ ხდებოდა. დემონსტრანტებზე ძალადობა დაკავების შემდეგაც გაგრძელდა. უმეტესობა ნაცემია, მოძალადე პოლიციელებმა არც არასრულწლოვანი დაინდეს.