ბადრი ესებუას სასამართლო სხდომაზე მოწმეები დაკითხეს. შეკითხვებს ბანკში მძევლად აყვანილმა მოქალაქეებმა უპასუხეს. მოწმეებმა ესებუა ვერ ამოიცნეს. მიზეზი ისაა, რომ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი კარგად იყო შენიღბული. სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა ტერორიზმში ბრალდებული ესებუა.