logo
ENG

05 ივნისი, 2024 | 19:59
მტრის და მეგობრის დილემა - საქართველოს საკითხის განხილვა აშშ-ის კონგრესში

რეჟიმს სანქციები უახლოვდება. კონგრესში ჰელსინკის კომისიის ეგიდით გამართულ სხდომაზე ყველაზე ხშირად სწორედ სანქციებისკენ მოწოდება ისმოდა. ამერიკელმა კონგრესმენებმა დასვეს მთავარი შეკითხვა - როგორ დავეხმაროთ ქართველ ხალხს. სანქციები ერთ-ერთი ზომაა.

მმართველმა პარტიამ იპოვა საერთო წერტილი მსოფლიო კრიმინალ პუტინთან - ასე შეაფასა ოცნების პოლიტიკა ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა, ჯო უილსონმა. ახლა შეერთებულ შტატებში საქართველოსთან დაკავშირებით სამი პარალელური პროცესი მიმდინარეობს - რეგისტრირებულია ორი ინიციატივა - მეგობარი აქტი და ქართველი ხალხის აქტი. სახელმწიფო დეპარტამენტი კი ინდივიდუალური სანქციების მსხვილ პაკეტს ამზადებს, რომელიც სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს და მომავალში, არც ფინანსურ სანქციებს გამორიცხავს.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა