ოლიგარქის ოჯახის ბიზნეს იმპერია საფრთხის წინაშე. ირკვევა, რომ ლონდონი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს. კირ სტარმერის კაბინეტის წევრებს უკვე აქვთ წერილები რეჟიმის ლიდერის დასანქცირების მოთხოვნით. ლონდონს მათ შორის ვაშინგტონიდან მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა დააკისროს მჩაგვრელ ოლიგარქს, რომელიც პუტინის მოკავშირეა. წერილების პარალელურად, სულ უფრო მეტი დეპუტატი აწერს ხელს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინადადებას. მოთხოვნას უერთდებიან ბრიტანეთის მმართველი, ლეიბორისტული პარტიის წევრებიც.