logo
ENG

25 ივნისი, 2024 | 20:11
ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია

ოპოზიციური პარტიების ნაწილი მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ბრიუსელში პოლიტიკურ ძალებს შორის დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტში ჩამოთვლილია პუნქტები, რომლებიც პარტიებმა უნდა დაიცვან როგორც არჩევნებამდე, ასევე შემდეგ. კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომელსაც პარტიები ხელს აწერენ. ამასთან, თანხმდებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნიან კოალიციას ქართულ ოცნებას. დოკუმენტს ხელს აწერს 6 სუბიექტი, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი დოკუმენტს არ უერთდება.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა