მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დღეს მკაფიოდ თქვა, რომ შემაშფოთებელია კელი დეგნანსა და საელჩოზე თავდასხმა. ქართული ოცნება ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებებსაც ჩვეული პრაქტიკით მიუდგა - დაახლოებით ისე, როგორც კელი დეგნანის შემთხვევაში. ივანიშვილის დეპუტატების შეფასებები მუქარის ტონსაც შეიცავდა.