logo
ENG

02 აპრილი, 2024 | 20:16
პოლიტიკური განცხადებები სესიაზე

ოცნება რეალურ პრობლემებზე ლაპარაკს გაურბის და ამასთან ისტორიული საფეხბურთო გამარჯვებით ქულების დაწერაც უნდა. მსგავსი შეფასებები ისმოდა დღეს ივანიშვილის პარტიის მიმართ. მმართველი გუნდი პარლამენტში ნაკრების სიმბოლიკით მივიდა და განსაკუთრებული მადლობა უმრავლესობის წევრებს - კობიაშვილს და ყაველაშვილს გადაუხადა. სოციალური პრობლემები, უმუშევრობა და გაზრდილი მიგრაცია იყო ოპოზიციის განცხადებების მთავარი აქცენტი. გამარჯვების კოალიციის ლიდერების თქმით, ქვეყანაში ასეულობით ათას მოქალაქეს იმდენად დაბალი ხელფასი აქვს, რომ ეს მონაცემიც რეალურად უმუშევრობის სტატისტიკას ემატება. ოცნების რეაქცია ბრალდებებია ან სულაც დუმილი.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა