logo
ENG

25 მაისი, 2024 | 20:33
პროტესტის ძალა - შაბათის ფორმულა

უწყვეტი პროტესტის მეორე თვე თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში. დევნა, დაკავებები, ფიზიკური ანგარიშსწორების არაერთი ფაქტი სახელმწიფოს ჩართულობით, სატელეფონო მუქარები და პროპაგანდის მანქანა, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს - მაინც ვერ აღმოჩნდა - საპროტესტო მუხტის შემაკავებელი. მიუხედავად იმისა რომ მურუსიძის სასამართლო - უკონტროლოდ წერს ჯარიმებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს ციხეში უშვებს - ამას ოლიგარქისთვის სასარგებლო ეფექტი არ აქვს. უწყვეტმა პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო - დასავლეთი ცალსახად ამბობს რომ - დემოკრატიის დაცვის ბრძოლაში - ქართველი ხალხის გვერდით დგას.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა