logo
ENG

25 აპრილი, 2024 | 20:41
ჟურნალისტების მწვავე კითხვები რუსულ კანონზე

მწვავე იყო ბათუმში შალვა პაპუაშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს რუსულ კანონზე საუბრისას უთხრა, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ზუსტად იგივეა, რაც აგენტი და აგენტად ის არასოდეს დარეგისტრირდება. ჟურნალისტმა ასევე წინადადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ რეესტრში მონაცემები შევიდეს 2000 წლიდან, რათა მასში რეგისტრაციის ვალდებულება მმართველი გუნდის წევრებსაც გაუჩნდეთ, ვინაიდან ოცნების წევრები წლების წინ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ. "ჯერ თქვენ, კობახიძე და ივანიშვილი დარეგისტრირდით, მეოთხე ვიქნები მე" - უთხრა თურაძემ პაპუაშვილს. ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა აღიზიანებს ოცნებას, რომელიც მუდმივად იმეორებს, - თითქოსდა რუსული კანონის წინააღმდეგ ოპონენტებს არგუმენტები არ აქვთ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა