logo
ENG

05 დეკემბერი, 2023 | 20:11
რატომ ვერ შეძლო მერიამ ავტობაზის მშენებლობა?

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე საქართველოშია, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის სადგომი ჯერ მზად არ არის. ფორმულამ ბაზის პირველი კადრები გადაიღო. ავტობუსების შეძენას მერიამ 4 წელი მოანდომა, ავტობაზის მშენებლობა კი მაინც ვერ დააწია პროცესს. ახალი ბაზის ასაშენებლად 62 მილიონია გამოყოფილი, მშენებლობა მარტამდე ვერ დასრულდება. კიდევ უფრო რთულია ვითარება ძველ ავტობაზაზე, სადაც ახალი ტრანსპორტის დროებითი განთავსება იგეგმება. ნარმანიას მერობისას აშენებული სივრცე მალევე ხარვეზიანი აღმოჩნდა და ბიუჯეტი მის შეკეთებაში ახლაც მილიონებს ხარჯავს. ცნობისთვის, 18-მეტრიანი ავტობუსები სატრანსპორტო კოლაფსის განმუხტვის საშუალებად მიიჩნევა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა