ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ იქნება და ქოცმა ამოისუნთქა - ჩინეთს და ანაკლიის პორტს ვაშინგტონიდან არავინ შეგვახსენებსო. მაგრამ სხვა - მაგალითად რიჩარდ გრენელი რომ გახდეს სახელმიფო მდივანი, კარიერული დიპლომატი, გენერალი, დაზვერვის ყოფილი შეფი და ჩინეთის ჰეგემონიის ცნობილი მოწინააღმდეგე, რომელიც ფიქრობს რომ კომუნისტური ჩინეთი აშშ-ის მთავარი გამოწვევაა? მაშინ რა ხდება..
გენერალი კარგად იცნობს საქართველოს და ის შავი ზღვის უსაფრთხოების დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული - ეს ის შავი ზღვაა ივანიშვილმა ამერიკელები რომ განდევნა საქართველოს ინტერესების საზიანოდ და ჩინელებს მიართვა. ჩინეთის ჰეგემონიის შეჩერების ერთ-ერთი აქტიური მედროშეა სახელმწიფიო მდივნობის სავარაუდო კანდიდატი მარკო რუბიო, როემლიც ასევე კარგად იცნობს საქართველოს შიდა ამბებს. ის ჯერ კიდევ მმართველობის დასაწყისში მოუწოდებდა ივანიშვილს დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისკენ. რუბიო ჯერ კიდევ 2020 წელს მოითხოვდა სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს რის შესახებაც ის მაშინდელ პრემიერ გახარიას ესაუბრა.
ტრამპის ჩინური წითელი ხაზი გასაგები ამბავია და ამასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტი ცნობილ ანტირუსს რობერტ ო ბრაიენს რომ ჩააბაროს ტრამპა? მოკლედ ივანიშვილი ტყუილად ელოდებოდა 5 ნოემბრის არჩევნებს - და ახლაც ტყუილად აქვს იმედი რომ რამეს მოახერხებს და ახალ ადმინისტრაციასთან დაალაგებს - დაულაგებელი არ ლაგდება.
აღარ ჩავუღრმავდები იმას რომ ტრამპს საქართველო სააკაშვილმა გააცნო, აი ივანიშვილმა კი ბათუმში ტრამპთაუერი გააჩერა. საინტერესოა რა უხარიათ ქოცებს და მათ პროპაგანდას? რას ზეიმობენ?რუსული ოცნების გამოგონილ ზეიმზე.