logo
ENG

30 აგვისტო, 2024 | 19:54
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერების საკითხზე განხილვები მეორე დღეა გრძელდება. მას შემდეგ, რაც გუშინ - პარლამენტის წარმომადგენელთა უცხო არგუმენტებმა ძირითადად ქილიკი გამოიწვია, დღეს უკვე სახიფათო დეტალები გამოიკვეთა იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და საჯარო რეესტრის უფროსის გამოსვლებში. მაგალითად, ითქვა, რომ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს იმაზე მეტი ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს, ვიდრე ეს საჯარო უწყებებს მოეთხოვება. საგანგაშოდ ფასდება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვის შესაძლებლობაც.

 
მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა