logo
ENG

01 ივნისი, 2024 | 20:02
რუსული მეთოდები - შაბათის ფორმულა

ქართულმა ოცნებამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა რომ ძალადობის, მუქარის ზარების და ფიზიკური ანგარიშსწორებების უკან თავად დგანან. წუხელ გვიან ღამით ოცნების ტიტუშკებმა დაარბიეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, ჩაამსხვრიეს შუშები, გავრცელებულ კადრებში ჩანს რომ ოფისის დარბევაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობს. უკვე ტრადიციად იქცა რომ მსგავს შემთხვევებზე პოლიცია არ რეაგირებს, ასე იყო გუშინაც როდესაც საპატრულო პოლიცია  - შემთხვევის ადგილზე ერთ საათიანი დაგვიანებით მივიდა. ქართული ოცნების ძალადობრივი   ღამე წუხელ ამით არ დასრულებულა. დაარბიეს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ააჭრელეს - თითქმის ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის ოფისები.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა