logo
ENG

09 აგვისტო, 2022 | 20:05
სადავო პროექტი "ოცნების" დეპუტატის სასარგებლოდ

ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულომ მწვანე შუქი აუნთო პროექტს, რომელიც დიდუბეში 50ზე მეტი ცათამბრჯენის აშენებას ითვალისწინებს. "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის ოჯახი, სადგურის მოედნის მიმდებარედ, მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პროექტის პარტნიორი კი "ტვ იმედის" დირექტორი, ირაკლი რუხაძეა. სატრანსპორტო კოლაფსი და ეკოლოგიური პრობლემების გამწვავება ის მძიმე, მოსალოდნელი შედეგია, რომლის გამოც საკრებულოს ოპოზიცია საკითხის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ როცა თემა ოცნების ჩინოვნიკებს და პრივილეგირებულ ბიზნესმენებს ეხება, ხელისუფლებას ვერაფერი აჩერებს. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა