ცვლილებები საგამოცდო პროგრამაში, რომელმაც რეზონანსი გამოიწვია. ამას გამოეხმაურა პრეზიდენტიც. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიხედვით, 2025 წლის ისტორიის პროგრამის სიაში აღარ შევა აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კი ამოიღებენ მათ შორის ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც ეროვნულ იდეას, პატრიოტიზმსა და ლიბერალიზმს უკავშირდება.