შემაშფოთებელი განცხადება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ელჩისგან. ეხმარება თუ არა რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში საქართველო - ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური საქონლის შემოტანა "თითქმის გაორმაგებულია" და როგორც თავად ამბობს, "საკმაოდ დარწმუნებულია", რომ სხვაობის ამ პროდუქციის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.