logo
ENG

02 ივნისი, 2023 | 20:35
საეჭვო ტენდერები და დაუსაბუთებელი ხარჯები აფხაზეთის მთავრობაში

პროკურატურამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევების შესწავლა დაიწყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ოპოზიცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ეჭვს კორუფციაზე და სვამს კითხვას, რამდენად ეფექტიანია მთავრობა, რომლის მნიშვნელოვანი ხარჯები დევნილებს არ ხმარდება. პროკურატურის გამოძიების საფუძველი აუდიტის დასკვნაა.  2020-21 წლებში გამოიკვეთა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების  მხრიდან არამიზნობრივი ხარჯვა. ჩავარდნილი ტენდერები და უხარისხოდ შესრულებული დაკვეთები. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა