logo
ENG

20 იანვარი, 2025 | 20:18
საეჭვო შეწყალება

რეჟიმმა ციხიდან 600-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა. მსჯავრდებულები ორბელიანების სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის შესვლიდან 3 კვირაში მისი ხელმოწერით გაუშვეს. ფიზიკურად შეუძლებელი იყო ასობით საქმე დროის ამ მონაკვეთში შეესწავლა არალეგიტიმურ პრეზიდენტს, რომლის ადმინისტრაციის შესახებაც კი მწირი ინფორმაცია არსებობს. პროცესი სრულად გაუმჭვირვალეა. უცნობია, რა პრინციპით და რა დანაშაულისთვის დაპატიმრებულებმა დატოვეს საპყრობილეები. ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ, რომ შეწყალება პარტიულ ინტერესებს ემსახურება და ის არჩევნებში აქტიურობის გამო ძალადობრივი ჯგუფებისთვის გადახდილი საფასურია.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა