logo
ENG

01 დეკემბერი, 2023 | 20:28
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი

გაეზრდება თუ არა უფრო მეტად საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი? პირველი არხის სახელმწიფო დაფინანსება ახლა 101 მილიონი ლარია - გაცილებით მეტი, ვიდრე ზოგიერთი დიდი ქალაქის, პარლამენტისა თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტია. თუ არსებული სისტემა შენარჩუნდა, ზრდა ყოველწლიურად შესაძლოა, 10- 20 მილიონი იყოს, რასაც ოცნებაც კი გადაჭარბებულად მიიჩნევს. მომზადდა და პირველი მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტზე მიბმული აღარ იქნება. თუმცა პროექტი თავად ოცნებამ შეაჩერა, რასაც წინ პარლამენტში ვასილ მაღლაფერიძის მისვლა და პირველი არხის პროტესტი უძღოდა ფინანსების გამო. შედარებისთვის -  ყოველთვის ხისტია ოცნება კრიტიკული მედიის მიმართ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა