logo
ENG

06 ივნისი, 2023 | 20:04
საპროტესტო წარწერებისა და ცარიელი ფურცლებისთვის დაკავებულების საქმე

ცარიელი ფურცლების საქმის განხილვა დაიწყო საქალაქო სასამართლოში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მშვიდობიანი პროტესტის გამო ასამართლებენ. ხელისუფლება ერთ-ერთ ბერკეტად სოლიდურ ჯარიმებს იყენებს წინააღმდეგობის გასატეხად. დღეს მოსამართლემ სხდომის დაწყებიდან მალევე გადადო ყველა საქმე. ცოტა უფრო მეტ ხანს გაგრძელდა ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის შუამდგომლობის განხილვა მოსამართლის აცილების შესახებ, რომელიც არ დაკმაყოფილდა.  

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა