როგორ აქცია ივანიშვილმა საქართველო რუსული Ozon-ის ხვრელად - ოცნების ანტიდასავლური მმართველობა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებულ რუსულ პროექტებს აქტიურად ეპატიჟება ქვეყანაში, ამჯერად ბაზარზე ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Ozon შემოდის. საფრთხის შემცველ და კრემლთან დაახლოებულ კომპანიებს რომ ივანიშვილმა კომფორტის ზონა მიზანმიმართულად შეუქმნა, ამას ოცნების სპიკერების საჯარო განცხადებებიც ცხადყოფს. ირკვევა ისიც, რომ Ozon ოლიგარქის გარემოცვასთან არის კავშირში.