საათები რჩება საყოველთაო გაფიცვამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამი საათით - 3-დან 6-მდე გაიფიცება ათეულობით კომპანია. მთელი დღის განმავლობაში ამ სიას ემატებოდა ცალკეული საწარმოების, მცირე კაფეებისა თუ დაწესებულების სახელები. ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მთავარ მოთხოვნებს, - რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. პროცესში ერთვებიან დიდი კომპანიებიც, - ნაწილი ენთუზიაზმით, ნაწილი იმ განწყობით, რომ თანამშრომლებს გამოხატვის თავისუფლება არ შეუზღუდოს და გაფიცვის საშუალება მისცეს. გაფიცვას შეუერთდებიან სტუდენტებიც რომლებიც პროტესტის ახალ ტაქტიკაზე გადავიდნენ. თეატრალურის შემდეგ, უნივერსიტეტის კორპუსში ღამეების გათენება თსუ-შიც გადაწყვიტეს.