logo
ENG

24 ნოემბერი, 2020 | 13:20
ტიკარაძე რატიანის განცხადებაზე: მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია

"თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია, მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ მე მგულისხმობდა", - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის, განცხადებას, რომელმაც თქვა: "ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს“.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

"შეიძლება საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და მხოლოდ ამ კომპონენტით მაინც გამოვრიცხავ იმას, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან ვთვლი, რომ სწორედ ახლაა ის დროს, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს", - განაცხადა ტიკარაძემ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა