სანქცირებულთა ეგრეთ წოდებული მთავრობა. სანქცირებული ოლიგარქის სანქცირებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილედ სანქცირებული შალვა თადუმაძე დანიშნა. თადუმაძე წლების განმავლობაში ივანიშვილის ინტერესებს იცავდა როგორც პირადი ადვოკატი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, როგორც გენერალური პროკურორი, როგორც უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. რატომ გადაწყვიტა ოლიგარქმა გომელაურის მოადგილედ უვადო მოსამართლედ განმწესებული თადუმაძის გადაყვანა. ფაქტია, ივანიშვილს შიდა და გარე წნეხის პირობებში რეპრესიულ სტრუქტურებში ნდობით აღჭურვილი კადრი სჭირდება.