logo
ENG

11 ოქტომბერი, 2024 | 20:12
უწყვეტი პროტესტის შედეგი - ცესკო საზღვარგარეთ დამატებით 7 უბანს ხსნის

ემიგრანტების უწყვეტი პროტესტის შემდეგ ცესკოს საზღვარგარეთ დამატებით შვიდი უბნის გახსნა მოუხდა. ამას წინ უძღოდა ემიგრაციაში მყოფი ქართველების აქტივობა და საკონსულოებში რეგისტრაციის მასობრივად გავლა. მოქალაქეები უბნების გახსნას კიდევ 34 ქალაქში ითხოვენ, მაგრამ როგორც ჩანს, საკითხი დახურულია. ამ დრომდე უცნობია, გააუქმებს თუ არა ერთადერთ უბანს ცესკო თელავივში და რა მოხდება სტრასბურგის შემთხვევაში, სადაც საარჩევნო უბნის გახსნისკენ ცესკოს ემიგრანტებთან ერთად პრეზიდენტიც მოუწოდებს.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა