ფორმულას ეთერით გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის საელჩომ დაადასტურა. საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისთვის რენდგენო-სკანერების გადმოცემის პროცესი შეჩერებულია. ამის მიზეზად ღიად სახელდება ივანიშვილის ოცნების ტყუილები და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები. ეს ამერიკის ადეკვატური რეაქციაა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ მთავარი პარტნიორი, ფაქტობრივად, მთავარ მტრად გამოაცხადა, - მიაჩნიათ ოპოზიციაში. ლიდერები ამ შეფასების პარალელურად იმასაც აკონკრეტებენ, რომ პროდასავლური კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარტნიორები მხარდაჭერის პროგრამებს ისევ განაახლებენ.