logo
ENG

25 ოქტომბერი, 2020 | 12:14
ყაჩაღობა ხელვაჩაურში - 51 წლის კაცი ყბა-სახის მოტეხილობით ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

ყაჩაღობა ხელვაჩაურში - უცნობი პირი 51 წლის კაცის სახლში პირველი სართულის ფანჯრიდან სახლში შეიპარა და სეიფის გატეხვა სცადა. 51 წლის კაცმა მძარცველისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ის ყბა-სახის მოტეხილობით ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი თავის შვილიშვილთან ერთად სახლში იყო და ეძინა.

ხელვაჩაიურის პოლიციის უფროსის, ზაზა დიასამიძის თქმით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით არის დაწყებული, ის არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულის დაკითხვის შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

"ქურდობაზე იყო შეტყობინება შემოსული. ვერ გადაკვალიფიცირდება, გამოიკითხება დაზარალებული და გაირკვევა",-ამბობს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი.

ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოიქმედებები მიმდინარეობს ჯერჯერობით უცნობია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა