ფარცხალაძის გავლენის და შურისძიებას ეხება რეპორტაჟი, სადაც თქვენ წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის სკანდალურ ჩვენებას მოისმენთ. ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს ასევე იმ წერილშიც, რომელიც პატიმარმა პოლიციელმა ციხიდან შაბათის ფორმულას გამოუგზავნა. რა მოხდა გასული წლის იანვარში და რატომ გაწირა სისტემამ დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, ამას თავად ბრალდებული პოლიციელი - დღეს პირველად მოჰყვება. ოფიციალურ ბრალში ვკითხულობთ რომ, წყნეთის პოლიციის უფროსმა, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც დააკავა - ფული გამოსძალა. საქმის ფიგურანტი, რომლის ჩვენების გამოც პოლიციის უფროსი რამდენიმე თვეა, პატიმრობაში იმყოფება, შაბათის ფორმულამ ქვაჭრელიშვილის დაკავებიდან ცოტა ხანში ჩაწერა. ანდრეი ეროშკინი მაშინ ღიად ამბობდა, რომ გომელაურს პირადად დაურეკა და წყნეთის პოლიციის უფროსის დასჯა მოსთხოვა.