10 წელი ამანათით მიღებული ნარკოტიკული საშუალების გამო. შაბათის ფორმულაში ნახავთ ექსკლუზიურ კადრებს, საქმის მასალიდან. ნახავთ კიდევ ერთ გზას, როგორ შემოდის ქვეყანაში უკონტროლოდ ნარკოტიკები. ბოლო წლებში თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები - სავსეა დაბინძურებული და სიცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა ფსიქოტროპული თუ ნარკოტიკული საშუალებებით. თითქმის არ არსებობს სადარბაზოები, სკვერები, მიტოვებული შენობები - სადაც გასაყიდად გადამალული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები არ ინახება. ასეთმა უკონტროლო გავრცელებამ, ქვეყანა იქამდე მიიყვანა რომ - ზედოზირებით თუ დაბინძურებული ნარკოტიკის მოხმარებით - გაიზარდა მსხვერპლების რაოდენობაც. საგანგაშოა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც გაახალგაზრდავდა - მომხმარებელთა ასაკი.