logo
ENG

10 თებერვალი, 2023 | 20:30
ძმებ კაკულიებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე და გადაწყვეტილება, რომელსაც ორივე მხარე ასაჩივრებს. ძმებ კაკულიებს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ გაიზიარა და დაკავებულებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება - სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით შეუცვალა. კაკულიები დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო კვეთაშიც.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულები არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფიგურანტები არ არიან. კაკულიების გვარი არაერთ საქმესთან დაკავშირებით ისმის, მათ შორისაა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, ბოლო სხდომაზე თავად ერთ-ერთმა ძმამ მიმართა მოკლული პროგრამისტის დედას.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა