logo
ENG

23 იანვარი, 2025 | 20:33
წამების ფაქტები, რომელიც ,,ოცნებამ'' არ გამოიძია

მოსკოვის მექანიზმი ვენის მექანიზმის შემდეგ. ეუთოს უფრო მკაცრი ინსტრუმენტის გამოყენებას საქართველოში ძალადობების შესაფასებლად, ითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ ოცნების ხელისუფლება არ უპასუხებს ეუთოს 38 წევრი ქვეყნის შეკითხვებს იმაზე, - რამდენად ეფექტიანად იძიებს აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს და რას აკეთებს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. ამაში კი არწმუნებს ფაქტები, ანუ ის, რომ სათანადოდ არ მიმდინარეობს ძალადობების გამოძიება და გაცილებით ნაკლებს აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი ვიდრე საჭიროა. ამიტომ საია პროცესში საკუთარი ინიციატივით ჩაერთო; ეუთოს შეკითხვებს, ოცნების ნაცვლად უპასუხა და ახლა საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსვლასაც ითხოვს. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა