logo
ENG

23 ივნისი, 2022 | 20:16
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ სალომე ზურაბისვილი დაწყევლა

სამგორის გამგებლის გინების შემდეგ, იწყევლება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს Facebook-გვერდიდან სალომე ზურაბიშვილი დაწყევლეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძე არც მალავს, რომ კომენტარი თვითონ დაწერა. ნანობს მხოლოდ იმას, რომ შეცდომით ოფიციალური გვერდი გამოიყენა, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს.

 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა