ხელისუფლება ისევ არ იწყებს გამოძიებას შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებზე. ცნობილია ის, რომ ერთ-ერთი ქალი მხოლოდ მას შემდეგ დაიბარეს, ისიც რამდენიმე დღის შემდეგ, როცა თავად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოღონდ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქმე აღძრულია.