საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, დაესწრება.
გორის ჰოსპიტლის ეზო ცოტა ხნის წინ დატოვა პენიტენციური სამსახურის სპეციალურმა მანქანამ, რომლითაც მსჯავრდებულები გადაჰყავთ. ფორმულა ინფორმაციას პენიტენიურ სამსახურში არკვევს, თუმცა უწყებაში საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.