logo
ENG

თალაკვაძე მელიაზე: უფლებამოსილების შეჩერების გარდა, სხვა არჩევანი არ არსებობს

12 დეკ 201915:04
3 წუთის საკითხავი
clock 1511
t1r2j8mlvlluqn2.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს ეხმაურება.

როგორც მან აღნიშნა, კანონმდებლობით, გარდა უფლებამოსილების შეჩერებისა, ამ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ არსებობს.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობა უფლებამოსილების შეჩერებას პირდაპირ ითვალისწინებს, როცა ძალაშია სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი საფუძველი უფლებამოსილების შეჩერების. სხვა არჩევანი არ არსებობს. მას რჩება უფლება სხვა ინსტანციებში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს შემდგომი ინსტანციების მიერ მიღებული, მას შეუძლია დაუკავშირდეს პარლამენტს და მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 


close დახურვა